Thursday, October 21, 2010

ბასიშვილის სინდრომი

2009 წლის ზაფხულში დავწერე, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა დღესაც დამეწერა. 
--------------------------------------------------------------

ბადრი ბასიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია, ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი.

დაიბადა 1977 წლის 20 იანვარს, სოფელ კეხვში. დაამთავრალეგია და კომპანიასუნივერსიტეტი. სპეციალობასამართალმცოდნეობა. მისი სამუშაო სტაჟი იწყება 2004 წელს, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის, მიხეილ ქარელის აპარატში, ქართულოსური კონფლიქტის პრობლემების მოწესრიგების სამსახურის მრჩევლად იწყებს მუშაობას. 2006 წელს ხდება ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2008 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი.


ასეთი უცნობი დეპუტატები, საკმაოდ მწირი ბიოგრაფიული მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში იმდენია, რომ ბასიშვილის პერსონა თითქოს განსაკუთრებულ ყურადღებას არ უნდა იქცევდეს, მაგრამ პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდიდან ამოწერილ ამ ბიოგრაფიაში არაფერია ნათქვამი მის ძირითად პროფესიაზე.

პროფესია: მარბიელი

საქმე ისაა, რომ ბადრი ბასიშვილი არის პროფესიონალიზონდერი.“ ის ხელმძღვანელობს ლიახველ მარბიელთაზონდერ კომანდოს“, რომლის ფუნქციაა პოლიტიკური ოპონენტების ცემა, დაშინება, დატერორება, დარბევა და .. ბასიშვილის ბრიგადას მონაწილეობა აქვს მიღებული 7 ნოემბრის დარბევაში, ოქრუაშვილის პარტიის ოფისიდან ლტოლვილების გამოყრაში და პრაქტიკულად ყველა ასეთი ტიპის ღონისძიებაში. საერთოდ, ბადრი ბასიშვილის საქმენი საგმირონი საკმაოდ კარგადაა ცნობილი და ამის დამადასტურებელი არაერთი ვიდეო და ფოტომასალა არსებობს,

თუმცა, აქ მთავარი ის კი არ არის, რომ ასეთი ტიპის პარლამენტარობა თავისთავად სამარცხვინოაბადრი ბასიშვილი სწორედ იმიტომაც არის პარლამენტარი, რომ ასეთი ტიპია.

საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობა არის ჯილდო ერთგული სამსახურისთვის. ეს არის ჯილდო ჩალურჯებული თვალების, დამტვრეული ნეკნების, დახეთქილი თავებისთვის. და ეს არ არის ერთი კერძო შემთხვევა, არამედ საქმე გვაქვს ძალიან ნიშანდობლივ ტენდენციათან, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულ სისტემაში გადაიზარდა.

რევოლუციის მხედრები

ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო რადიკალური ცვლილებების განხორციელება საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში (შეგნებულად არ ვხმარობ სიტყვარეფორმას“, რომელიც მხოლოდ დადებითი მნიშვნელობით აღიქმება, სააკაშვილისრეფორმებისმიმართ კი, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ამ შემთხვევაშიცვლილებანეიტრალური შინაარსისაა და ყველასთვის ერთნაირად მისაღები უნდა იყოს). რამდენიც არ უნდა ვიდაოთ ამ ცვლილებების შინაარსზე, ალბათ საკამათო არ არის, რომ სახელისუფლო ნოვაციების დამკვიდრება, უმეტეს შემთხვევაში, მიმდინარეობდა უხეში ძალის და არასამართლებრივი მეთოდების მეშვეობით. საკმარისია გავიხსენოთ, რა ხდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასამართლო სისტემაში, ან როგორ ხდებოდა ქონების ჩამორთმევა.

ამ პროცესში ბადრი ბასიშვილის მსგავსი სუბიექტების როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი არ იღებდნენ გადაწყვეტილებებსამ საქმით სააკაშვილის ელიტარული გარემოცვა იყო დაკავებული: ბოკერია. ადეიშვილი, მერაბიშვილი და სხვებიმაგრამ სწორედ ისინი იყვნენ შემსრულებლები. ისინი აშანტაჟებდნენ, ცემდნენ, ემუქრებოდნენ და ამ ჭუჭყიანი სამუშაოს სანაცვლოდ იღებდნენ სოლიდურ გასამრჯელოს,თანამდებობას, ფულს თუ გადაფორმებულ წილებს,


ცხადია, ურჩი ოპონენტების დატერორებაში მარტო ბასიშვილისზონდერ ჯგუფებისტიპის ფორმირებები არ მონაწილეობდნენ. ამ მიმართულებით მუშაობდნენ ოფიციალური სტრუქტურებიც: პოლიცია, უშიშროება, მერიის სამსახურები, მაგრამზონდერებიარათუ მათგან დამოუკიდებლად, ხშირად მათ მხარდამხარ მოქმედებდნენ. ამგვარი ერთობლივი აქციის კულმინაცია კი იყო 7 ნოემბრის ცნობილი დარბევა.

ძალადობა, როგორც წარმატების საწინდარი

ხელისუფლება მათზე ზრუნავდა. მათ უფრთხილდებოდნენ, იცავდნენ, აჯილდოებდნენ და აწინაურებდნენ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ნაცმოძრაობისზონდერობასაკმაოდ სარფიანი პროფესია გახდა. წარმოიდგინეთ რა ცდუნების წინაშე შეიძლება დადგეს ხელმოკლე ოჯახიდან გამოსული უბირი და კუნთმაგარი ახალგაზრდა, რომელმაც იცის, რომ ერთი ოპოზიციონერის გალახვაში მეტ ფულს აიღებს, ვიდრე მისი მშობლების წლიური პენსიაა. ხოლო თუ ძალიან გამოიჩენს თავს, შეიძლება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრიც კი გახდეს.

ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე უნდა ითქვას, რომ ამას სხვა არაფერი შეიძლება დაერქვას, გარდა უზნეობის და ბარბაროსობის წახალისებისა სახელმწიფო დონეზე. „მე გათავისუფლებთ თქვენ იმ ქიმერისგან, რომელსაც ჰქვია სინდისი!“ ასე მიმართა თავის დროზე ადოლფ ჰიტლერმა გერმანელზონდერებს“ (ეს ტერმინი, რომელიც ისე დამკვიდრდა ქართულ რეალობაში, რომ ტელეჟურნალისტებიც კი სასხვათაშორისოდ ხმარობენ, სწორედ ნაცისტური წარმომავლობისაა). მათ მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვებოდათ: ფიურერის ერთგულება და მისი ნების უსიტყვო აღსრულება. ზუსტად იგივე დაკვეთა გასცა სააკაშვილის ხელისუფლებამ.

და არავინ თქვას, რომ რაიმეს ვაჭარბებ! ბადრი ბასიშვილი რაიმე განსაკუთრებული გამონაკლისი რომ იყოს, კიდევ ჰო, მაგრამ პარლამენტის წევრია ასევე ემზარ გელაშვილი, რომელსაც კობა დავითაშვილი პირდაპირ ადებს ხელს, როგორც მის ერთერთ გამტაცებელს 7 ნოემბრის მოვლენების დროს, აღარაფერს ვამბობ ისეთ ოდიოზურ და გამოჩენილ ფიგურებზე, როგორებიც არიან ძმები ახალაიები, სანოძე და კეზერაშვილი. მათი წარმატებული კარიერა მთლიანად აიგო მოქალაქეების დაშანტაჟებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. არც მეტი არც ნაკლები.

ბასიშვილის სინდრომი

თუმცა, ამ შემთხვევაში მინდა ყურადღება გავამახვილო შექმნილი სიტუაციის არა მორალურ, არამედ პოლიტიკურ ასპექტზე, რასაცბასიშვილის სინდრომიშეიძლება ეწოდოს.

დღეს რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ გულწრფელად მოინდომოს დემოკრატიის დამკვირდება და არაფორმალური სახელმწიფო წნეხიდან მედიის, სასამართლოს, ბიზნესის, საჯარო სამსახურების და პოლიტიკური ოპოზიციის გათავისუფლება, ეს უცილობლად მოითხოვს ბასიშვილის მსგავსი სუბიექტების არა უბრალოდ პოლიტიკური სცენიდან ჩამოცილებას, არამედ დასჯას. სხვანაირად გამორიცხულია. ამზონდერებისმიერ იმდენი ადამიანია ნაცემი, შეურაცხყოფილი და დატერორებული. რომ საკმარისია სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის აჩრდილმა გაისეირნოს, რომ საჩივრების ზღვა წამოვა. საკმარისია ნაციონალური მასშტაბის ტელევიზიამ ერთიორი რეპორტაჟი მიუძღვნას ბასიშვილის და მსგავსთა მისთა საქმიანობას (მე შენ გეტყვი და მასალების მოძიება გაუჭირდებათ), რომ სერიოზული სკანდალი ატყდება, რა გამართლება უნდა მოუძებნო იმას, რომ ტიპიური ბანდიტი გიზის პარლამენტში? თანაც არაერთი! აღარაფერს ვამბობ სხვა საჯარო სამსახურებზე და ბიზნესზე, სადაც ასევე არაერთიზონდერიათბილად მოკალათებული.


მაგრამზონდერებისგანგამიჯვნა სრულიად დაანგრევს არა მარტო ხელისუფლების რეპრესიულ მანქანას, არამედ გამოიწვევს მთლიანად სახელისუფლო ვერტიკალის რღვევას. ეს რეპრესიული მანქანა არსებობს სწორედ ხელისუფლების უმაღლესი პირებიდან პირდაპირი წახალისების ხარჯზე. ერთი ზონდერიც თუ დასაჯე, მერე არავითარი გარანტია აღარ არსებობს, რომ სხვები ხელისუფალის უკანონო ბრძანებას შეასრულებენ. ასეთი გარანტია მხოლოდ დაუსჯელობაა.  

აქედან გამომდინარე, ქვეყნის რეალური დემოკრატიზაცია, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯები ფაქტობრივად გამოიწვევს ხელისუფლების რღვევას, რაც, ლოგიკურად დასრულდება მისი შეცვლით.

აყირავებული ვერტიკალი, ანუ უკანანი წინ და წინანი უკან

და აქ აპელირება სააკაშვილის ხელისუფლების პროდასავლურ კურსზე, საზოგადოების მოდერნიზაციასა თუ რადიკალურ ინსტიტუციონალურ რეფორმებზე ლამის სასაცილო ხდება. თუკი საწყის ეტაპზე სახელისუფლო პოლიტიკას განსაზღვრავდნენ არასამთავრობო სექტორიდან გამოსული კადრებიბოკერია, ლომაია, მერაბიშვილი და ადეიშვილი, დღეს მათი ძალაუფლების შენარჩუნება მთლიანად დამოკიდებულიაზონდერებისკეთილდღეობაზე. დღეს სააკაშვილის ხელისუფლება რეალურადზონდერებისხელისუფლებაა.

ბასიშვილის სინდრომიც ეს არის. ისინი, ვინც თავის დროზე მხოლოდშავ მუშებად“, ბინძური სამუშაოს შემსრულებლებად მიიჩნეოდნენ, ისინი, ვისაც მომავალი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში თითქოს მხოლოდ დროებითი და აუცილებელი ბოროტების ფუნქცია ეკისრებოდათ, თავად იქცნენ ხელისუფლების კურსის განმსაზღვრელებად. ეს კურსი კი სხვა არაფერი შეიძლება იყოს, ვიდრე ძალაუფლების თვითმიზნური შენარჩუნება თავის გადარჩენის მიზნით.

ბასიშვილის სინდრომისგან სააკაშვილის ხელისუფლება ვერ განიკურნება. ამის მცირე შანსი ჯერ კიდევ არსებობდა 2007 წლის ნოემბრამდე, მაგრამ 7 ნოემბერის შემდეგ ეს შანსიც დაიკარგა. სწორედ მაშინ მოხდა სააკაშვილის რეჟიმის საბოლოო დელეგიტიმაცია, რისი აღდგენაც ვერც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებით მოხერხდა და ვერც აგვისტოს ომით.


რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ დღეს ლევან რამიშვილმა, გიგი თევზაძემ, გია ნოდიამ და ხელისუფლების სხვა ინტელექტუალმა სატელიტებმა ლიბერალური რეფორმების გაღრმავებაზე, სახელმწიფოს ინსტიტუტების მშენებლობაზე და სხვა მაღალ მატერიებზე, მათ უკვე აღარაფერი ეკითხებათ. დღეს მათი გავლენა და სტატუსიც მთლიანად დამოკიდებულია არა იმდენად მერაბიშვილზე, არამედ სწორედ ისეთ პერსონებზე, როგორიცაა ბადრი ბასიშვილი. არ იქნება ბასიშვილიარ იქნება მერაბიშვილიც. არ იქნება ბასიშვილი და სააკაშვილის კარის ინტელექტუალების გავლენაც ისევე გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი,

მძიმე არჩევანი

როდესაც ხელისუფლებას სურვილის შემთხვევაშიც კი აღარ ძალუძს ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებების განხორციელება, რადგან ნებისმიერი ასეთი ცვლილება მის წასვლას აახლოებს, რჩება მხოლოდ ორი გამოსავალი: ან დაუფარავი დიქტატურა დაზონდერებისლეგალიზება, ან ხელისუფლების დათმობა. როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი იტყოდა: აირჩიე ქართველო ერო! თუმცა, დიდი არჩევანი აქ არც არის. პირველი ვარიანტი შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის დახმარებით, რადგან დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს ღია დიქტატურას საქართველოში. ესეც მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელირუსეთს თუ დიქტატორის დასმის შესაძლებლობა მიეცა, ის არავითარ შემთხვევაში არ იქნება სააკაშვილი.

რაც შეეხება მეორე ვარიანტს, როგორც ჩანს, ვერც სააკაშვილი და ვერც მისი გარემოცვა ვერ აცნობიერებს, ან, შესაძლოა, არ სურს გააცნობიეროს საკუთარი უპერსპექტივობა და ჯიუტად ცდილობს დაბრუნდეს იმ მდგომარეობაში, რომელშიაც იმყოფებოდა 2007 წლის ნოემბრამდეაბსოლუტური ძალაუფლება ქვეყნის შიგნით და დემოკრატიის შუქურის იმიჯი ქვეყნის გარეთ, მაგრამ ეს პრინციპულად შეუძლებელია. დღეს საქართველოშიც სულ სხვა სიტუაციაა და საერთაშორისო კონიუნქტურაც საგრძნობლადაა შეცვლილი.

ერთი რამ უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად: სტატუს ქვოს შენარჩუნება გამორიცხულია. ან ქართული საზოგადოება მოახეხებს საკაშვილის ხელისუფლების ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ შეცვლას (რაც ობიექტურადაც ძალიან რთულია და ოპოზიციის შიგნით არსებული პრობლემებიც კიდევ უფრო ართულებს ამოცანას), ან მდგომარეობა იმდენად დამძიმდება, რომ საქართველო რუსეთისთვის იოლ ლუკმად იქცევა. ერთადერთი, რაც არანაირად არ შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა წინ წავიდეს, ან თუნდაც შენარჩუნებულ იქნას სტაბილურობა. ბასიშვილის სინდრომი ამის იოტისოდენა შანსსაც კი არ ტოვებს.

საკმაოდ მძიმე არჩევანია, მაგრამ არჩევანი ჯერ კიდევ არის.

ჯერ კიდევ...

1 comment:

  1. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების - სიტუაციაა აღწერილი.

    ReplyDelete